|
ყოველწლიურად აკადემია ფინანსურ შეღავათებს გაუწევს მატერიალურად ნაკლებად უზრუნველყოფილ მოსწავლეებს, რომლებიც შესაბამისი საბუთებით დაადასტურებენ თავის ფინანსურ მდგომარეობას. შეღავათების მიმღები მოსწავლეები ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ხელახლა აკეთებენ განაცხადს შეღავათის მიღებაზე. შეღავათების შენარჩუნების აუცილებელი პირობაა მაღალი აკადემიური მოსწრება და დისციპლინირებული ქცევა წინა სასწავლო წლის განმავლობაში. მოსწავლეს შეიძლება შეუწყდეს შეღავათები წლის განმავლობაში შექმნილი აკადემიური ან დასციპლინარული პრობლემების გამო.
შეღავათების მიღების მსურველებმა შემდეგი საბუთები უნდა წარმოადგინონ:
- წარსულში მაღალი აკადემიური მაჩვენებლების დამადასტურებელი საბუთი,
- ორი რეკომენდაცია (ერთი ყოფილი სკოლიდან, მეორე - პიროვნებისგან, რომელიც სკოლასთან არ არის დაკავშირებული),
- განცხადება, რომელშიც ახსნილი იქნება, თუ რატომ ითხოვენ შეღავათებს,
- მშობლებმა კომისიას უნდა წარუდგინონ შეღავათების საჭიროების დამადასტურებელი საბუთები, კერძოდ, ცნობები შემოსავლების, ხელფასების, ვალების და ა.შ. შესახებ. ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა სრულად იქნება დაცული.
|
|
|
|