კლუბებიჩვენი მიზნების მისაღწევად ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობას და ურთიერთქმედებას არა მხოლოდ საკლასო მეცადინეობების, არამედ კლასგარეშე ღონისძიებების ფარგლებში. კლასგარეშე კლუბების წევრობა ნებაყოფლობითია და ისინი სასკოლო განრიგისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ. კლუბებმა შეიძლება იმუშაონ დამოუკიდებლად ან მასწავლებლის ზედამხედველობით. გასული წლების მანძილზე ყველაზე პროდუქტიულად ფუნქციონირებდნენ დრამატული, დებატების, ინტელექტუალური, ჭადრაკის, კომპიუტერული, ჟურნალისტური, კინოს და ხალხური სიმღერის კლუბები. ლექციების სერიათვეში ერთხელ საგანგებოდ მოწვეული მომხსენებელი წაიკითხავს ლექციას განსაკუთრებული აქტუალობის მქონე თემაზე. პირველ რიგში, ყურადღება დაეთმობა საქართველოს წარსულთან ან აწყმოსთან დაკავშირებულ ისეთ თემებსა და მოვლენებს, რომლებიც ქვეყნის ამჟამინდელი მდგომარეობისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. სურვილის შემთხვევაში ლექციებზე დასწრება მოსწავლეების მეგობრებსა და მშობლებსაც შეეძლებათ.
|
|
|
|