|
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა. მოსწავლეთა საერთო რაოდენობა IX-XII კლასებში 218-ს შეადგენს. აკადემიის უმთავრესი მიზანია შეასრულოს სანიმუშო სკოლის როლი საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირების პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად აკადემიის მასწავლებლები თანამედროვე ინტერაქტიური სწავლების მეთოდების გამოყენებით ცდილობენ განუვითარონ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და წერის უნარ-ჩვევები, ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლონ საქართველოს ისტორია და კულტურა და ჩაუნერგონ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და სიყვარული.
|
|
|
|
|
|