დირექტორის წერილი


PDF ბეჭდვა ელფოსტა
ბ-ნი რიჩარდ ლასენი,
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დირექტორი

 

 

რიჩარდ ლასენიამერიკული აკადემიის დაარსებით 2001 წელს სათავე დაედო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის მთავარი მიზანია აზიაროს ქართველი ახალგაზრდები თნამედროვე დასავლური პედაგოგიკის საუკეთესო გამოცდილებაზე დამყარებულ განათლებას. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საშუალო განათლების რეფორმირების პირობებში აკადემიის მეორე მნიშვნელოვან მიზანს სამოდელო სკოლის როლის შესრულება წარმოადგენს. აკადემიის კურსდამთავრებულები მსოფლიოს წამყვან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას; აკადემიის პირველი, 2005 წლის გამოშვების  კურსდამთავრებულები საუნივერსიტეტო საბაკალავრო პროგრამებს 2009 წელს დაასრულებენ. ჩვენს აკადემიაში, პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ისტორიაში, დაინერგა და წარმატებით გამოიყენება რიგი ინოვაციური მიდგომებისა.

მაღალკვალიფიციური მასწავლებლები, რომელთაც ერთწლიანი მომზადება გაიარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში (ფილიპსისექსეტერის აკადემიაში, ჰარვარდის უნვერსიტეტსა და სიმონს კოლეჯში).

შეფასების ამერიკული სისტემა.

მცირერიცხოვანი კლასები (არაუმეტეს 15 მოსწავლისა).

ანალიტიკურ აზროვნებასა და დისკუსიაზე ორიენტირებული, ინტერაქტიური სწავლების მეთოდიკა "ჰარკნესის მეთოდი".

ყველა სასწავლო დისციპლინის ინგლისურ ენაზე სწავლება (ქართულისა და რუსულის გარდა).

სტუდენტთა შეფასების "ჟიურის" სისტემა.

დამრიგებლობის სისტემა.

სტუდენტთა საბჭო.

მშობელთა საბჭო.

ამერიკული სახელმძღვანელოები (ინგლისური, მათემატიკა, ისტორია, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ხელოვნება, მუსიკა და რელიგია).

კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფართო გამოყენება. ყოველი მოსწავლედამასწავლებელი საკუთარი საკომპიუტერო ანგარიშით სარგებლობს; ყველა კომპიუტერი ერთიან ქსელშია ჩართული და სასკოლო სერვერის მეშვეობით მუდმივი ინტერნეტ კავშირით არის უზრუნველყოფილი.

სასკოლო ბიბლიოთეკა (5000 წიგნი, 120 აუდიო ჩანაწერი, 11 კომპიუტერი).

კლასგარეშე აქტივობათა პროგრამა (დრამატული წრე, დებატების კლუბი, ფოტოკლუბი, მუსიკისკლუბი, არქეოლოგიური კლუბი და სხვ.).

საბუნებისმეტყველო დისციპლინათა სწავლებაში ინტეგრირებული ბიოლოგიის, ქიმიისა დაფიზიკისლაბორატორიები.

200 ინდივიდუალური ლოკერი მოსწავლეთა პირადი ნივთების შესანახად.

ფიზიკური აღზრდის პროგრამა (ფეხბურთი, ჩოგბურთი, ცურვა, კალათბურთი, აერობიკა, რეგბიდაკლდეზე ცოცვა).

აკადემიის ლექციათა სერია.

უნივერსიტეტისთვის მოსამზადებელი კურსები (მე-12 კლასი).

ხელოვნების, მუსიკისა და რელიგიის კურსები (მე-12 კლასი).

დამოუკიდებელი პროექტი (მე-12 კლასი).

ინტერდისციპლინარული კურსი - "დიდი იდეები" (მე-12 კლასი ).

 

საქართველოს არც ერთი სხვა სკოლა არ არის მზად იმისთვის, რომ თავის მოსწავლეებს, მშობლებსა დამასწავლებლებს მსგავსი სისრულითა და მოცულობით შესთავაზოს სწავლისა და სწავლების ინოვაციურიმიდგომები და მეთოდები; ამასთანავე, ყველა პირობა შეუქმნას მათი შესწავლის, გამოყენებისა დაგაუმჯობესებისთვის.


ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს დაინტერესებას აკადემიით და მზად ვართ გემსახუროთ.
 


მისამართი

ილია ჭავჭავაძის გამზირი 37, თბილისი 0162
ტელ: (+995 32) 227889
ფაქსი: (+995 32) 227441
e-mail: email
Joomla School Templates by Joomlashack